2 კვირა გაქვთ, დაასრულეთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი და მედიაზე ზეწოლა- ნიკა მელია ,,ოცნებას"

09.06.22 18:48
2 კვირა გაქვთ, დაასრულეთ  საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი და მედიაზე ზეწოლა- ნიკა მელია ,,ოცნებას"

2 კვირა გაქვთ, დაასრულეთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, მედიაზე ზეწოლა და პოლიტიკური დევნა - ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, ,,ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

,,ენმ"-ს თავმჯდომარე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც დასავლელი დიპლომატები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.

შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნესკავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე;

მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება.

საქართველოს მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან ნადირობას ჟურნალისტების წინააღმდეგ, იმის მაგივრად რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი. კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა, საქართველოს ევროინტეგრაციის ამბიციებისაგან აშორებს.

ჩვენ ახლა მოვითხოვთ ცვლილებებს სახელმწიფოს პოლიტიკასა და დამოკიდებულებებში -  დროა, თბილისში გაანალიზონ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის. 

რომ საქართველოში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რომ საქართველოში არ არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომ საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები, მიხეილ სააკშვილი, ნიკა გვარამია და სხვები, რომ ჟურნალისტებზე და ხელისუფელბისთვის მიუღებელ ადამიანებზე მთავრობის წაქეზებითა და ორგანიზებით ქუჩაში ნადირობენ, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, უარყოფს ევროპულ ღირებულებებს. რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, მის ინტერესებსა და მის ევროპულ მისწრაფებებს.

თქვენ ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა არ ხართ, თქვენ ხართ ქვეყანა, რომლის მმართველიც იმსახურებს სანქციებს - გვითხრეს ევროპიდან. ეს შედეგი არ დამდგარა 1 დღეში.

ძალაუფლების შენარჩუნების, ოპონენტის მტრად გამოცხადების და ფიზიკური გადანგურების წყურვილის გამო, ქართული ოცნება ამ შედეგისკენ  წლების განმავლობაში მიდიოდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია - ვცდილობდით წინ აღვდგომოდით ამ მომენტის დადგომას.

 "ქართული ოცნება" პოლიტიკური პარტიების თუ თავისუფალი მედიის საქმიანობას უპირისპირებდა  მხოლოდ უხეშ ძალას, უპირისპირებდა არა არგუმენტებს და მსჯელობას, არამედ ციხეს, შიშველ ბრუტალურ ძალმომრეობას.

დღეს მიღებული უმაღლესი პოლიტიკური დოკუმენტით, ევროპამ გვითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ დროა, გაანალიზოთ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის.

და სასწორზე დევს ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების მიერ სისხლით და ოფლით მოტანილი იდეა. რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცხოვროს საკუთარ მიწაზე, ერთიან საქართველოში, თავისუფლად და მშვიდობიანად, ღირსების და სოციალური პირობების  სრული დაცვით - და ამ იდეას საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა ქვია.

მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას": ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადა, რომ ევროპა მზად არის, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ერთადერთი წინაღობა ქართველ ხალხს და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება".

საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძან ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.

თქვენ გაქვთ 2 კვირა - დაასრულეთ  საქართელოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, დაასრულეთ მედიაზე ზეწოლა, დაასრულეთ პოლიტიკური დევნა!

დადგა დრო,  ქართველმა ხალხმა კვლავ დაადასტუროს თავისი ისტორიული არჩევანი. - თქვა ნიკა მელიამ.

 

მსგავსი სიახლეები