საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პირველ ლედის სოლიდარობა გამოუცხადა

09.06.22 20:06
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პირველ ლედის  სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა  და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრის დროს ტელემარათონში უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა, ჩაერთო.

სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ქალების სახელით ოლენა ზელენსკას სოლიდარობა გამოუცხადა.

მინდა, ქალბატონ ზელენსკას სოლიდარობის გზავნილი გადავცე ყველა ქართველი ქალის სახელით, რომელთაც მე აქ წარმოვადგენ! - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები