ევროპული სოლიდარობა სააკაშვილს - ოპოზიციის თქმით, "ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

10.06.22 11:17
ევროპული სოლიდარობა სააკაშვილს - ოპოზიციის თქმით,  "ოცნებას"  პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

ევროპული სოლიდარობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას"  პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით,  მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა შორეული პერსპექტივა არ არის.

ადამიანი, რომელიც გახდა მსხვერპლი არაადამიანური მოპყრობისა ამ თვეების განმავლობაში, ეს ვინ თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ უკეთ იცის. ამიტომ ამ თემაზე და ამ საკითხის გარშემო როდესაც ევროპელი კოლეგები, იგივე ამერიკელი პარტნიორები დასაბუთებულად საუბრობენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას საზღვარგარეთ, ბუნებრივია, ეს პერსპექტივა არ არის შორეული და ძალიან მალე მათ ეს მოუწევთ. მიხეილ სააკაშვილის ტავისუფლებაზე ყოფნა მხოლოდ დროის საკითხია, ამაში ღრმად ვარ დარმწმუნებული. რომელ რიგით კალენდარულს დღეს მოხდება მისი გათავისუფლება ან ევროპულ რომელიმე სამოქლააქო ჰოსპიტალში გადაყვანა, ბუნებრივია, ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ჩენც, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, - თქვა ნიკა მელიამ. 

ენმ-ს წევრის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, დასვალეთმა კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის აუცილებლად უნდა გათვაისუფლდეს. 

საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველას გვესმის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღებია „ქართული ოცნების“ მიერ, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი, გამოჯანმრთელებული და ასევე, ის უნდა იყოს გათვაისუფლებული. ნურავის დაავიწყდება, რომ ამ რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ იკითხება,რომ ისევე, როგორც ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილიც არის პოლიტპატიმარი, ის უნდა იყოს თავისუფალი და უნდა ჰქონდეს საშუალება ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში  პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნების საზღვარგერთ უნდა იყოს გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები