შეერთებული შტატების სანქციები ბიძინა ივანიშვილს - არასამთავრობო სექტორი კარა მაკდონალდს შეხვდა

10.06.22 11:18
შეერთებული შტატების სანქციები ბიძინა ივანიშვილს - არასამთავრობო სექტორი კარა მაკდონალდს შეხვდა

შერთებული შტატების საქნციები ბიძინა ივანიშვილს - ოლიაგარქის არაფორმალურ მმართველობაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენის მაღლაჩინოსანს დილიდან ფაქტებს და ინფორმაციას არასამთავრობო სექტორი აწვდის. 

კარა მაკდონალდმა შევხედრები დილის 8 საათიდან დაიწყო. 

განხილვის მთავარი თემები ნიკა გვარაიმაის პროცესი, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა და მედიაზე ზეწოლა მედიაზე იყო.  

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარატმენის მაღლაჩინოსანმა დიდი წუხილი გამოხატა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

გამოხატა ძალიან დიდი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიის უკუსვლა. იქნება ეს მართლმსაჯულება, იქნება ეს მედიასთან დაკავშირებული საკითხები თუ არჩევნების ჩატარების ხარისხი“. - ნინო დოლიძე.

საია კარა მაკდონალდთან შეხვედრას იმედის მომცემად აფასებს და ამბობს, რომ აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ.

აშშ ძალიან კარგად ხვდება და აანალიზებს იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში გვაქვს, იმ ნაბიჯებს, რასაც ხელისუფლება დგამს.  მიუხედავად ამისა, აშშ  ქართველი ხალხის სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს და ყოველთვის მხარს დაუჭერს“. - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

კარა მაკდონალდი ახლა უკვე მედიის სფეროს არასამთავრობო სექტორს ხვდება, სადაც მთავარი თემა მედიის საკითხში არსებული გამოწვევები იქნება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის  მაღლაჩინოსანი დღეს ასევე,  შეხვედრებს  ოპოზიციასთან გეგმავს. დიპლომატთან შეხვედრა  „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს. 

მსგავსი სიახლეები