ახლა რომ მოთქვამს, თავის დროზე უნდა ეფიქრა, არეულობისთვის რომ ჩამოვიდა არაჟნებით, ეს კონტრაბანდისტი - ღუდუშაური სააკაშვილზე

10.06.22 11:26
ახლა რომ მოთქვამს, თავის დროზე უნდა ეფიქრა, არეულობისთვის რომ ჩამოვიდა არაჟნებით, ეს კონტრაბანდისტი  - ღუდუშაური სააკაშვილზე

გახდება თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუცია მიხეილ საკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ გაშვების საფუძველი? - კითხვით "პირველემა" ქართული ოცნების" წევრებს მიმართა. კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემის ნაცვლად, ალუდა ღუდუშაური მესამე პრეზიდენტს თავს ესხმის და მას  კონტრაბანდისტს უწოდებს. 

რა ჰუმანიტარულით? არც ჭამას ვინმე უშლის ამ ვაჟბატონს და არც სხვა დანარჩენი უფლება აქვს შეზღუდული. ცუდად კი არა, ციხეებში ადამიანებს კლავდნენ და კიდევ გეუბნებით, ახლა რომ ტირის და მოთქვამს, თავის დროზე უნდა ეფიქრა, ქვეყანაში არეულობისთვის რომ ჩამოვიდა არაჟნებით ეს კონტრაბანდისტი  ყოფილი პრეზიდენტი, - თქვა ღუდუშაურმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში  პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნების საზღვარგერთ უნდა იყოს გადაყვანილი. 

მსგავსი სიახლეები