"შინ ევროპისკენ!" - ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება 20 ივნისს მასშტაბურ აქციას აანონსებს
მზადება ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქციისთვის - ოპოზიციური სპექტრი სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ქუჩაში გამოდის. აქცია სომბოლურად 20 ივნისს 20 საათზე რესპუბლიკის მოედანზეა დაანონსებული. აქციაზე ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანია და საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე ნიკა მელია ამბობს, რომ შეკრებილებმა მშვიდობიანი მანიფესტაციით ევროპას და ცივილიზებულ მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ ქართველ ხალხის არჩევანი ევროპა და ევროპული ღირებულებებია.
2019 წლის 20 ივნისს ჩვეულებრივი ფაქტი არ დაფიქსირდა, ფაქტი, რომელიც იყო აღმაშფოთებელი მთელი ქვეყნისთვის, ყველა პატრიოტისთვის და მოქალაქეებმა დაუგეგმვად გადაარჩინეს ამ ქვეყნის რეპუტაცია. ევროპამ და მთლიანად ცივილიზებულმა მსოფლიომ ხალხი მშვიდობიანად მანიფესტაციაში უნდა დაინახოს, რამდენი ვართ და რამდენად გვწადია ჩვენ ევროპული მომავალი, - თქვა ნიკა მელიამ.