ივანიშვილი და მისი გუნდი ხდება პოლიტიკურად კეთროვანი მთელი მსოფლიოსთვის - ოპოზიცია
ევროპარლამენტის რეზოლუცია ივანიშვილის საერთაშორისო რეპუტაციის დასასრულია - ასე აფასებენ ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კანდელაკი, "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სხვა პოლიტიკურ რეალობას ქმნის.
ეს უკვე სხვა მოვლენაა და ეს უკვე ქმნის სხვა პოლიტიკურ რეალობას. რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის კრემლთან კავშირებზე და იმაზე, რომ სწორედ ეს კავშირები განაპირობებს საქართველოს ქცევას დღეს ყველაზე მწვავე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის კონტექსტში. ეს არის რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“. - ამბობს გიორგი კანდელაკი.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე, ივანიშილს და მის გუნდს პოლიტიკურად კეთროვანს უწოდებს.
ევროპარლამენტი თვლის საჭიროდ, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს. ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის. ამის შემდეგ ივანიშვილი და მისი გუნდი ხდება პოლიტიკურად კეთროვანი ყველასთვის. ეს არის მისი პოლიტიკური განაჩენი“. - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.