ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა - ლადო კახაძე

10.06.22 12:25
ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა - ლადო კახაძე

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გამხნევება „ქართული ოცნების" პარტაქტივმა გადაწყვიტა. საუბარია პეტიციაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებას გულისხმობს. 

ლადო კახაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა.

დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს ამ იდეას, იმიტომ რომ მან თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა. ბიძინა ივანიშვილს მოპოვებული აქვს თავისი ხალხის ნდობა. ხალხსაც და ბატონ ივანიშვილსაც ორივეს აქვთ ერთმანეთის ნდობა. იციან, როგორ შეუდგნენ ერთმანეთს გაჭირვების ჟამს. 
ბიძინა ივანიშვილი მუდმივად გამოწვევებში იყო მთელი თავისი ცხოვრება. მისთვის ახალი არ არის არცერთნაირი გამოწვევა. ამიტომაც, მან კარგად უწყის როგორ გაიაროს ამ დიდი ქარტეხილების დროს, იცის, როგორ უნდა გაამხნევოს სხვები, იცის თანადგომის ძალიან დიდი ფასი, რადგან თვითონ მთელი ცხოვრება სხვისი თანამდგონმი იყო“. - ამბობს ლადო კახაძე პირველებთან.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებას ითხოვს. ამის თაობაზე ჯღარკავამ სოციალურ ქსელში პეტიცია გაავრცელა. 
 

მსგავსი სიახლეები