,,ოცნებამ" იმდენი შეძლო, რომ შესაძლოა, ხვალ სააკაშვილი ციხიდან გასაშვები გახდეს - მიხეილ დაუშვილი
,,ოცნებამ" იმდენი კითხვა გააჩინა სააკაშვილის ირგვლივ, რომ შესაძლოა, ის ციხიდან გასაშვები გაუხდეს - ამის შესახებ გახარიას პარტიის წევრი, მიხეილ დაუშვილი, საუბრობს.
პარტია ,,საქართველოსთვის" წევრი მიიჩნევს, რომ სწორედ პრემიერის განცხადებებმა შეუწყო ხელი ევროპის მწვავე რეაქციებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.
,,ოცნება" ისე იქცევა და განსაკუთრებით, იმდენი კითხვა გააჩინა სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ასევე, მის სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით, რომ აი, აქ მივიდნენ.
ის იმის შედეგი კი არ არის, რომ რაღაც დამდგარი ფაქტია, ოცნებამ იმდენი შეძლო, რომ თავისი კონკრეტული ნაბიჯებით, მათ შორის, ღარიბაშვილის განცხადებით, რომ რაღაც ბრალდებებს დავუმატებთ, რომ აი აქ მივიდნენ და არც ისაა გამორიცხული, ხვალ საერთოდ გასაშვები გახდეს სააკაშვილი ციხიდან - განაცხადა დაუშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჰუმანიტარული მიზნებით საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი.
,,ოცნების" ლიდერები აიგნორებენ ევროპული ინსტიტუციის დოკუმენტს და ამბობენ, რომ რეზოლუცია მათთვის არაფერს ნიშნავს.