ბიძინა ივანიშვილს იმდენი ღირსება აქვს, სხვისი მინიჭებული ღირსების ორდენი არ სჭირდება - ბექა დავითულიანი
ბექა დავითულიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი არ სჭირდება.
"ქართული ოცნების" წევრის თქმით, მათ ლიდერს გამხნევება ნამდვილად არ სჭირდება, რადგან თავს ისედაც მხნედ გრძობს.
ბიძინა ივანიშვილს იმდენი ღირსება აქვს, რომ სხვისი მინიჭებული ღირსების ორდენი, ეს რა თქმა უნდა ბრჭყალებში, არ სჭირდება. მით უმეტეს, ასე ირონიულ სტილში.
არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს ჩვენი გამხნევება სჭირდებოდეს. ის ძალიან მხნედ იქნება ისედაც, დარწმუნებული ვარ. არა მგონია, მძიმე პერიოდი ედგას, მთავარია, ქვეყანას არ დაუდგეს მძიმე პერიოდი, თორემ რამენაირად ბიძინა ივანიშვილი თვითონ გაგვამხნევებს აქეთ“. - ამბობს ბექა დავითულიანი ,,პირველებთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებას ითხოვს. ამის თაობაზე ჯღარკავამ სოციალურ ქსელში პეტიცია გაავრცელა.