გახარიას გუნდი მიხვდა ყველაზე მთავარს: გრიგოლიას ინგა ჰქვია და არა ირმა - წულუკიანი

16.04.21 10:34
გახარიას გუნდი მიხვდა ყველაზე მთავარს: გრიგოლიას ინგა ჰქვია და არა ირმა - წულუკიანი

გახარიას გუნდი მიხვდა ყველაზე მთავარს, იმას, რომ გრიგოლიას ინგა ჰქვია და არა ირმა - ასე ეხმიანება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდის სატელევიზიო დებიუტს, რომელიც გუშინ "რეაქციაში" შედგა. 

წულუკიანმა ჩვეული ირონია ამჯერადაც გამოიყენა. 

ეს იყო ძალიან საინტერესო ეთერი, ვუსმინე მათ და კმაყოფილებით აღვნიშნავ, ისინი მიხვდნენ ყველაზე მთავარს, რაც კი არის დღეს საჭირო იმისთვის, რომ პოლიტიკაში კარგი სტარტი გქონდეს - გახარიას გუნდი მიხვდა ყველაზე მთავარს, იმას, რომ გრიგოლიას ინგა ჰქვია და არა ირმა"- განაცხადა წულუკიანმა.