ყველა ევროპარლამენტარი გამოსვლაში აღნიშნავდა, რომ ჩემი შვილი პოლიტპატიმარია - გიული ალასანია
ევროპული სოლიდარობა პრეზიდენტს-მიხეილ სააკაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი დასავლეთისთვის ისევ მთავარი ფიგურიაა და და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მოთხოვნას სამკურნალოდ გაშვებაზე რეზოლუციაში ცალკე თავი ეთმობა.
ყველა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია - ამბობს გიული ალასანია ,,პირველებთან" საუბარში და უცხოელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებს იხსენებს.
ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოდიოდნენ, მათ დიდ ნაწილს შევხვდი, პირადად ველაპარაკე. ჩვენი შეხვედრის დროს იყო საუბარი ჰუმანიტარულ მხარეზე საუბარი. ეს მოთხოვნა გვქონდა ჩვენ და ზუსტად იგივე განმეორდა მათი გამოსვლების დროს.
შეხვედრისას დავრწმუნდი, რომ ინფორმირებულები არიან. მშვენივრად იციან, რა ხდება აქ, ზოგიერთზე უკეთესად იციან.
ის დღე ეძღვნებოდა მედიას, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ჩემს შვილზე საუბარი. მაგრამ არ ყოფილა არც ერთი გამომსვლელი, მასზე რომ არ ესაუბრა, რომ ის პოლიტპატიმარია. - განაცხადა გიუული ალასანიამ.