"სამართლებრივად ამის წინაპირობას ვერ ვხედავთ" - ოლიგარქის ადვოკატის თქმით, ივანიშვილს სანქციების არ ეშინია

10.06.22 16:56
"სამართლებრივად ამის წინაპირობას ვერ ვხედავთ" - ოლიგარქის ადვოკატის თქმით, ივანიშვილს სანქციების არ ეშინია

სანქციები ბიძინა ივანიშვილს -  ოლიგარქის  ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, რომ ივანიშვილს სანქციების არ ეშინია. ვიქტორ ყიფიანის თქმით, ივანიშვილის დასანქცირება მტკიცებულებს მოკლებულია და მის მილიონებს საფრთხე არ ემუქრება. 

ადვოკატმა, რომელიც ოლიგარქის პოზიციას ხშირად აჟღერებდა, ამჯერად ვრცლად საუაბარი არ ისურვა, თუმცა თქვა, რომ რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა, ივანიშვილისთვის არაფერს ნიშნავს. 

 ჩვენ სამართლებრივად ამის წინაპირობას ვერ ვხედავთ. ჩვენთვის ეს არის განცხადება, რომელიც მოკლებულია კონკრეტულ შინაარსს და საფუძველს. 
ვფიქრობთ, რომ ჩვენ რახან საკმაოდ მყარად ვართ როგორც სამართლებრივად, ასევე მორალურად, შიშზე მითითება არის საფუძველს მოკლებული,
- თქვა ყიფიანმა. 
 

ადვოკატმა შვეიცარიულ ბანკტან დაკავშირებითაც საუბრა და თქვა, რომ ამ საქმეს ივანიშვილი დიდი ალბათობით მოიგებს. 

დავაზე, რომელიც უაკვშირდება Creditswitch-ს, გვაიმეორებ წინა პასუხს, ჩვენი პოზიციებია საკმაოდ მტკიცე გამყარებული და გაჯერებული კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით და ჩვენ , პრაქტიკულად ეჭვი არ გვეპარება, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ, - თქვა ადვოკატმა. 
 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა გუშინ საქართველსო შესახებ მწვავე რეზოლუცია მიიღო. დოკუემნტშ ბიძნა ივანიშვილის დასანქცირების შესახებაც წერია. 

მსგავსი სიახლეები