ხუნდაძის განცხადება პარტიის პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის - ვოლსკი
„ხუნდაძის განცხადება, რასაკვირველია, პარტიის პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის“ - დიმიტრი ხუნდაძის არაევროპულ განცხადებას „ქართულ ოცნებაში“ უკვე მოჰყვა შეფასებები.
გია ვოლსკის თქმით, მთავარი, რაც უნდა შევინარჩუნოთ, ეს ეროვნული ღირსებაა.
ხუნდაძის ეს განცხადება, რასაკვირველია, პარტიის პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის. ყველა უმრავლესობის წევრი, როდესაც თავის აზრს აჟღერებს, რასაკვირველია, ის ვალდებულია იყოს გულახდილი, თუმცა არც დიმიტრი ხუნდაძეს და არც არავის უთქვამს, რომ ეს არის ის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ველოდებით. მთავარი თემა უნდა შევინარჩნოთ - ეს არის ეროვნული ღირსება“. - აცხადებს გია ვოლსკი.
დიმიტრი ხუნდაძემ დღეს თქვა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას. მისივე აზრით, სტატუსის მისაღებად ღირსება არ უნდა დავთმოთ.