ვინმეს არ უნდა გადავყვეთ ამ პროცესში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს - სალომე ზურაბიშვილი

10.06.22 17:46
ვინმეს არ უნდა გადავყვეთ ამ პროცესში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს - სალომე ზურაბიშვილი

ვინმეს არ უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს  -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიუსელიდან ჩართვაში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი ნეგატიურ კონტექსტში პირველად მოიხსენია

"ჩამოვედი [ბრიუსელში] იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქა, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს. 

მე არ მჯერა, რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.

არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ, ამისთვის ვრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები