"ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს ვიზიტები დაუბლოკა
,,ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტი დაუბლოკა.
"მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრიანაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია, გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.