არავის აქვს უფლება, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას - ოხანაშვილი ხუნდაძის განცხადებაზე
„ქართული ოცნება“ მიისწრაფვის ევროპისკენ და ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა არავის აქვს უფლება, ჩვენ ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას - ასე ეხმიანებაა ანრი ოხანაშვილი თანაგუნდელი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას.
ჩვენი გუნდი მიისწრაფის ევროპისკენ და ეს არის ცალსახა. მე მგონია,რომ არავის აქვს უფლება, ჩვენ ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას. ერთადერთი, ჩვენ რასაც ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. - აცხადებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
დიმიტრი ხუნდაძემ დღეს თქვა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას. მისივე აზრით, სტატუსის მისაღებად ღირსება არ უნდა დავთმოთ.