შარლ მიშელც ცოტა დააკლდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კაბინეტიდან არ გაეგდო - სალომე სამადაშვილი

10.06.22 20:17
შარლ მიშელც ცოტა დააკლდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კაბინეტიდან არ გაეგდო - სალომე სამადაშვილი

ცოტა დააკლდა, რომ ღარიბაშვილი კაბინეტიდან არ გაეგდო - საპარლამენტო ფრაქცია ,,ლელოს" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, სანდო წყაროზე დაყრდნობით საქართველოს პრემიერისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შეხვედრის დეტალებს ასაჯაროვებს.

სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ღარიბაშვილის შეხვედრა შარლ მიშელთან სრული კატასტროფა აღმოჩნდა.

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია სანდო წყაროებიდან, ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა იყო სრული კატასტროფა. მიშელმა თქვა ფაქტიურად, რომ პრაქტიკულად ცოტა აკლდა, გაეგდო კაბინეტიდან ღარიბაშვილი, რადგან საოცარი დისონასი იყო შეხვედრაზე. 

სარლ მიშელტან ურთიერთობები პრაქტიკულად განადგურებულია ,,ქართული ოცნების" მიერ. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილმა მოისმინა მისგან, რას ფიქრობს გულწრფელად მიშელი ჩვენს ხელისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილზე - განაცხადა სალომე სამადაშვილმა

 

მსგავსი სიახლეები