ევროკავშირის რეზოლუცია იყო აბსოლუტურად სამარცხვინო - კახა კალაძე

10.06.22 20:28
ევროკავშირის რეზოლუცია იყო აბსოლუტურად სამარცხვინო - კახა კალაძე

,,ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის, მოსაზრებით, აბსოლუტურად სამარცხვინო იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია. ხოლო ის ფრაზა, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურას წარმოადგენდა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს ქვეყნის ბედი კონკრეტულ პერსონებს. ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო. ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა.

მარტივი ენით რომ ვთქვათ, რას გვეუბნებოდნენ ამ რეზოლუციაში: თითქოს, მიხეილ სააკაშვილი გახლდათ დემოკრატიის შუქურა. მერე რა, თუ ის იყო მთავარი შემოქმედი იმისა, რომ წლების განმავლობაში, ადამიანები გამოყავდათ ციხიდან და ავტომობილის "კაპოტზე" დაბმულს აუპატიურებდნენ. მერე რა?! ის იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, გვეუბნებიან: მერე რა, რომ ციხიდან ადამიანები გამოყავდათ, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ტელევიზიებში ვარდებოდნენ. ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, დავით კეზერაშვილზე იყო იქ საუბარი. დავით კეზერაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს, ნიკა მელიას ციტატა მოიყვანეთ და მეტი არაფერია საჭირო - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს, ხოლო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ,,მთავარი არხის დამფუზნებელი, ნიკა გვარამია, დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

მსგავსი სიახლეები