ზურაბიშვილი დავარცხნილად საუბრობს ევროპაში, მაგრამ რომ ჩამოდის ჩვეულებრივი მდინარაძე ხდება - ხაბეიშვილი

11.06.22 11:00
ზურაბიშვილი დავარცხნილად საუბრობს ევროპაში, მაგრამ რომ ჩამოდის ჩვეულებრივი მდინარაძე ხდება - ხაბეიშვილი

„ზურაბიშვილი დავარცხნილად საუბრობს ევროპაში, მაგრამ რომ ჩამოდის ჩვეულებრივი მდინარაძე ხდება“ - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ბრიუსელში და  შემდეგ მის უკან წაღებული სიტყვებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

მან, ზურაბიშვილს კოლექტიური კობახიძე უწოდა.

ამ ქალბატონს უყვარს უბრალოდ ლაი-ლაი და ბლა ბლა ბლა, არადა საუბრობს ქვეყანა თავზე გვექცევაო და ინსტრუმენტები ხელთ კი მიჭირავსო, მაგრამ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებო, დაწერა ფეისბუკზე. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს - ყველა ინსტრუმენტი აქვს ხელში და არ იყენებს, ამიტომაც ისიც ჩვეულებრივი კოლექტიური კობახიძეა, უბრალოდ დავარცხნილად საუბრობს ევროპაში, მაგრამ რომ ჩამოდის ჩვეულებრივი მდინარაძე ხდება“. - ამბობს ლევან ხაბეიშვილი პირველებთან საუბრისას.
 

მსგავსი სიახლეები