როცა პრეზიდენტი ხარ და მთავრობა გამგზავრების საშუალებას არ გაძლევს, ცუდ ხუმრობას ჰგავს - კრამონი

11.06.22 11:51
როცა პრეზიდენტი ხარ და მთავრობა  გამგზავრების საშუალებას არ გაძლევს, ცუდ ხუმრობას ჰგავს - კრამონი

გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე" ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ, 10 ივნისის განცხადებას, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მთავრობისგან საერთაშორისო ვიზიტების შეზღუდვაზე კიდევ ერთხელ საუბრობდა. კრამონი ამას "ცუდ ხუმრობას" უწოდებს.

როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს პოლიტიკური რეალობაა", - დაწერა ევროპარლამენტარმა.

გუშინ, 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მეორედ თქვა, რომ მას საქართველოს მთავრობამ უფლება არ მისცა გაემართა საერთაშორისო ვიზიტები. ამის შესახებ მან ბრიუსელიდან ისაუბრა, საიდანაც, როგორც მან თქვა, გეგმავდა სხვა ევროპულ ქვეყნებში გამგზავრებას, რათა ხელი შეეწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.

 

მსგავსი სიახლეები