რას ღუნავდა არ ვიცი, ისეთი არაფერი ედო, რომ გაეღუნა - თორნიკე რიჟვაძის სკანდალი

11.06.22 12:23
რას ღუნავდა არ ვიცი, ისეთი არაფერი ედო, რომ გაეღუნა - თორნიკე რიჟვაძის სკანდალი

აჭარის მთავრობის მეთაურის სკანდალური გამოსვლის შემდეგ, რიჟვაძის თანაგუნდელები ცდილობენ ახსნან, რას გულისხმობდა თორნიკე რიჟვაძე, როდესაც „გადაღუნვას“ ახსენებდა. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გვარწმუნებდნენ, რომ თავმჯდომარეს ცუდი არაფერი უგულისხმია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია ოპონენტებისთვის.

ეს დღე არ იყო არცერთი ჩვენგანის ისტორიაში საუკეთესო დღე“ - აცხადებენ რიჟვაძის თანაგუნდელები.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი ტიტე აროშიძისა და მისი თანაგუნდელების მიერ  თორნიკე რიჟვაძის განცხადების „გაპრავებას“ სამარცხვინოს უწოდებენ.

რას ღუნავდა თორნიკე რიჟვაძე, მე ვერ ვაკადრებ იმას, რაც ტიტემ იკადრა. ნამდვილად არ ედო იქ ისეთი არაფერი, რომ გაეღუნა. არ ვიცი“. - ამბობენ ოპოზიციაში.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის მეთაურს თორნიკე რიჟვაძეს სკანდალური გამოსვლა გასულ კვირას ჰქონდა.
 

მსგავსი სიახლეები