ქალბატონი სალომე იმეორებს ოპოზიციის, მტრების განცხადებებს - ღარიბაშვილი

11.06.22 12:53
ქალბატონი სალომე იმეორებს ოპოზიციის, მტრების განცხადებებს - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. 

ამასთან, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი  ქვეყნის მტრების განცხადებებს იმეორებს და მათ ნარატივში ჩაჯდა.

"სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ იმეორებს ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივებში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. მე იმედი მაქვს, რომ ის გაერკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში", - თქვა ღარიბაშვილმა.

გუშინ, 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მეორედ თქვა, რომ მას საქართველოს მთავრობამ უფლება არ მისცა, გაემართა საერთაშორისო ვიზიტები. ამის შესახებ მან ბრიუსელიდან ისაუბრა, საიდანაც, როგორც თქვა, გეგმავდა სხვა ევროპულ ქვეყნებში გამგზავრებას, რათა ხელი შეეწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.

მსგავსი სიახლეები