შეურაცხმყოფელია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ტყუილებით არის გაჯერებული - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
მისივე შეფასებით, რეზოლუცია შეურაცხმყოფელია და არაზუსტი ინფორმაციით არის გაჯერებული.
მინდა მოქალაქეებს ავუხსნა სრული პასუხისმგებლობით, რომ ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას, ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მათი როლი არის შეიძლება ითქვას, სიმბოლური. რა თქმა უნდა შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი. ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ. დამტკიცებამდე რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება.