რადიაქტიური ნივთიერების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს - სპეცოპერაცია ქუთაისში

16.04.21 11:18
რადიაქტიური ნივთიერების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს - სპეცოპერაცია ქუთაისში

რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს . 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, ბრალდებულები ქუთაისში რადიაქტიური მასალის გასაღებას 300 000 ევროს სანაცვლოდ გეგმავდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.

რადიაქტიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი შეიცავს რადიაქტიური ნივთიერებას ამერიციუმ 241 (Am241). რადიაქტიური ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარული წესების (რუნ 2000) საფუძველზე გამოკვლეულ კონტეინერზე დაფიქსირებული რადიაქტიური Y (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, მასთან უშუალო ხანგრძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი - ნათქვამია ინფორმაციაში.