ხუნდაძე პარლამენტში არ უნდა იჯდეს - სამოქალაქო სექტორი
სამოქალაქო საზოგადოება დიმიტრი ხუნდაძის არაევროპულ განცხადებით შეშფოთებულია.
ისინი დარმწუნებულები არიან, რომ ოცნების დეპუტატმა ოლიგარქის სათქმელი თქვა.
მხატვარი გია ბუღაძე პირველებთან ამბობს, რომ ხუნდაძის მსგავსი ადამიანების ქვეყანას ანგრევენ.
წესით და კანონით ის პარლამენტში არ უნდა იჯდეს, ასეთი უმსგავსო ადამიანები ანგრევენ ქვეყანას. ეს არის კლასიკური გაგება ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიციის გამჟღავნებისა“. - ამბობს გია ბუღაძე.
დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას. მისივე აზრით, სტატუსის მისაღებად ღირსება არ უნდა დავთმოთ.