მთავარია, სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო - წულუკიანი ზურაბიშვილზე

11.06.22 14:01
მთავარია, სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო - წულუკიანი ზურაბიშვილზე

მთავარია, სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო და გქონდეს სიმბოლური როლი - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის მისამართით თქვა.

თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართველი ერის ნდობის მოპოვებას შრომა სჭირდება და პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს ამისთვის.

"საქართველოს მთავრობა არის კონსტიტუციით პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, რა ნიშნავს გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს  იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში იმისათვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი, ამას სჭირდება შრომა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს იმისათვის, როგორც ჩვენ, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ნდობა". - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მსგავსი სიახლეები