როგორც პრემიერმა თქვა, შეიძლება, დადგეს იმის დროც, რომ ყველაფერი ხმამაღლა ითქვას - წულუკიანი
როგორც პრემიერმა თქვა, შეიძლება, დადგეს იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა, ყველაფრის თქმაში ვგულისხმობთ, რომ სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა, აღარ არის ძალიან ადვილი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ ეს ნდობა შეინარჩუნოს – ეს ქვეყანა მიჰყავს ევროპულ გზაზე და ინარჩუნებს ძალიან დიდი სირთულის ფასად მშვიდობას და სტაბილურობას ამ ქვეყანაში, რაც მერწმუნეთ ადვილი არ არის. როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ ითქვა, შეიძლება, დადგეს ჩვენს ქვეყანაში იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა, მაგრამ ამის დრო ჯერ არ დამდგარა. ყველაფრის თქმაში ვგულისხმობთ იმას, რომ სიმშვიდის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა, აღარ არის ძალიან ადვილი. ადვილი არც არასდროს იყო, მაგრამ ახლა არის ძალიან გართულებული. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ევროკავშირის პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლებიც იქნება შესაბამისი“, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
წულუკიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: „დაველოდები ევროკომისიის 23-24 ივნისის დასკვნას, გადაწყვეტილება თუ იქნება უსამართლო, შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ავხდი ფარდას, ხალხს ვეტყვი ყველაფერს“.