პირდაპირ ეუბნებიან ევროკავშირს, თუ არ გინდათ ივანიშვილი, სულ კარგად ბრძანდებოდეთო - მელია ღარიბაშვილზე

11.06.22 15:14
პირდაპირ ეუბნებიან ევროკავშირს, თუ არ გინდათ ივანიშვილი, სულ კარგად ბრძანდებოდეთო -  მელია ღარიბაშვილზე

პრემიერ მინისტრის განცხადებას, ევროკავშირის მისამართით განხორციელებულ შანტაჟს უწოდებს ნიკა მელია.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილი პირდაპირ აქცევს ზურგს ევროკავშირს.

აღარ ერიდებიან და პირდაპირ აშანტაჟებენ ევროკავშირს და ეუბნებიან, რომ თქვენ თუ არ გინდათ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ევროკავშირში, კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენც შეგაქცევთ ზურგს. აი ეს მარტივი გზავნილი აქვს ღარიბაშვილს. უნდა ვიცოდეთ, რომ ბიძინა ივანშვილის ხელისუფლება და ევროპული გაერთიანება ერთმანეთთან არათავსებადია“. - აცხადებს ნიკა მელია პირველებთან. 
 

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას უმნიშვნელო, სიმბოლური დოკუმენტი უწოდა, რომელიც "ტყუილებით არის გაჯერებული". გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსიც "სიმბოლურია", თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი "გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს". 

მსგავსი სიახლეები