ხელისუფლება პირდაპირ ეხვეწება ევროკავშირს, რომ საქართველოსთვის კარი დაკეტოს - ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებების ლიდერების განცხადებებს კატასტროფულს უწოდებს.
„ლელოს“ ლიდერის თქმით, ხელისუფლება პირდაპირ ეხვეწება ევროკავშირს, რომ საქართველოსთვის კარი ჩაკეტოს.
ეს არის გზავნილი, რომ არ მიმიღო ევროკავშირო, მე სხვაგან ვარ და შენ სხვაგან ხარ. მათ მიერ გაკეთებულ კატასტროფულ განცხადებებში სწორედ ეს არის ნათქვამი. ისინი პირდაპირ ეხვეწებიან ევროკავშირს, რომ დაკეტოს კარი საქართველოსთვის. ეს სხვა არაფერია თუ არა საქართველოს კონსტიუციაში შავით-თეთრზე ჩაწერილი ვალდებულების იგნორირება“. - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას უმნიშვნელო, სიმბოლური დოკუმენტი უწოდა, რომელიც "ტყუილებით არის გაჯერებული". გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსიც "სიმბოლურია", თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი "გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს".