რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თბილისის ვიცე-მერმა რუს ბიზნესმენს მილიონ დოლარად სახლი მიყიდა
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ 2022 რვა აპრილს, (რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან თვე ნახევარში), ლისის ელიტარულ უბანში მდებარე სახლი რუს მილიონერს, მიხეილ კულიაბინს მილიონ დოლარად მიჰყიდა.
"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, მაშინ, როდესაც რუსული ბანკები სვუიფტიდან გათიშული იყო, რუსეთს კი ევრო-ამერიკული სანქციები ჰქონდა დაწესებული, როგორ მოახერხა მილიონი დოლარის შემოტანა თბილისის ვიცემერისთვის გავლენიანმა რუსმა ბიზნესმენმა? - უძრავი ქონების აგენტი ირაკლი ბრეგვაძე "შაბათის ეთერთან" ამტკიცებს, რომ მიხეილ კულიბინმა ქართულ ბანკში ანგარიშის გახსნა სანქციებამდე მოასწრო.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება ასევე, რომ ხმალაძისგან სახლის შეძენამდე, მიხეილ კულიაბინმა ჯერ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სამოთახიანი ბინა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ კორპუსში იყიდა.
დეკლარაციის მიხედვით, სახლი ლისზე ირაკლი ხმალაძემ 323 ათას 220 დოლარად აიშენა. ამ ფასში შედის, მიწა, მშენებლობა, რემონტი და მოწყობა. ჩნდება კითხვა, ქალაქის ვიცე მერმა, თავის დროზე მოიტყუა, როდესაც ამტკცებდა, რომ ეს ვილა 323 ათასი დოლარი დაუჯდა, თუ ახლა როდესაც ამბობს, რომ სახლი მილიონი დოლარი ღირს. კითხვაზე პასუხი მაღალჩინოსნისგან ვერ მივიღეთ.
თავის მხრივ რუსი ბიზნესმენის საქმიანობა საქართველოში ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს - მიხეილ კულიაბინმა კომპანია, 2022 წელს ფიქტიურ მისამართზე დააფუძნა, ანუ ბიზნესი დაარეგისტრირა იქ სადაც ერთხელაც კი არ ყოფილა. მეტიც ის ფიქტიურ მისამართებს ოც ლარად ყიდულობს.
ირკვევა, რომ მიხეილ კულიაბინის ძირითადი საქმიანობა ავტონაწილებით ვაჭრობაა. ის რუსულ ბაზრის ძირითადი მოთამაშეა. მანქანების სათადარიგო ნაწილები კი ორმაგი დანიშნულების ტვირთია. მასშტაბური სანქციების ფონზე, როდესაც რუსეთს ნაწილები აღარ აქვს და წარმოება გაჩერებული აქვს, დუბაიდან შეტანილი ტექნიკა შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მანქანებისთვის.
თავად რუსი მილონერი იმალება, ყველა მონაცემი რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში მიუთითა ყალბია. არსებობს ვარაუდი, რომ მიხეილ კულიაბინი საქართველოში ფულს ათეთრებს
მილიონ დოლარად ნაყიდი ვიცე მერის სახლი, რუს ბიზნესმენს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მოიპოვოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ახლა უკვე კულიაბინის ყველა უფლება და საშუალება ექნება.