რეზიდენტის მანევრის სივრცე აღარ არის, ან იწყალებს ან მიყვება რუსეთის ნავში - ელენე ხოშტარია

11.06.22 19:30
რეზიდენტის მანევრის სივრცე აღარ არის, ან იწყალებს ან მიყვება რუსეთის ნავში - ელენე ხოშტარია

ბიძინამ გამოგვიცხადა, არც არაფერია ეგ კანდიდატობაო, არც არაფერს შევასრულებო - ამის შესახებ "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს. 

მისი თქმით, 9 დღეში დაგეგმილ აქციაზე რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს. 

"არც ხუნდაძეშია საქმე და არც ღარიბაშვილში. 
ბიძინამ გამოგვიცხადა, არც არაფერია ეგ კანდიდატობაო, არც არაფერს შევასრულებო. იანუკოვიჩად იფორმებს ბოლომდე თავს. ჩემთვის ეს მოულოდნელი არა არის, არაერთხელ ვცადე ამეხსნა, რომ ეს მთავრობა არის ღალატის მთავრობა. იმათიც მესმის საზოგადოებაში, ვისაც დრო სჭირდება, ბინძური პროპაგანდის პირობებში, ამის აღსაქმელად. 
გამოვიდა დღეს და თქვა ღიად, არ იქნება კანდიდატობა და ნუ იქნებაო. 
ეხლა ჯერი ჩვენზეა: 
1. მოვრჩეთ ილუზიებს, რომ ეს მთავრობა რამეს თავისი ნებით შეასრულებს, რამე რეზოლუციას მიიღებს ან რამე შეთანხმებას დაუბრუნდება. გაგვცეს პასუხი და ნუ ვიტყუებთ თავს.
2. მივიყვანოთ ბოლომდე სანქციების საკითხი. პასუხისმგებელი იქნება ყველა ფორმალური თუ არაფორმალური პირი, ვინც ახლავე არ გამოეცლება რეჟიმს. 
3. 20-ში 20:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი.
4. გარე და შიდა ზეწოლით მივაღწიოთ სამართლიან არჩევნებს. აქ კანონებს არ ვგულისხმობ, ყველა კანონს არღვევენ. წნეხის ქვეშ, იძულებით არჩევნებს.
P.s. პრეზიდენტის მანევრის სივრცე აღარ არის, ან იქით ან აქეთ. ან იწყალებს ან მიყვება რუსეთის ნავში." - წერს ხოშტარია. 

მსგავსი სიახლეები