"ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა მედროვეს" - ლომჯარია ხელისუფლებას
"საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად!"- ასე ეხმაურება, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრის განცხადებას, სადაც ღარიბაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ამბობს, „ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა“.
ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით"- წერს ლომჯარია.