ღია ომია პრემიერსა და პრეზიდენტს შორის - ოპოზიცია სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებაზე საუბრობს
ღია პოლიტიკური ომია პრემიერსა და პრეზიდენტს შორის - ოპოზიცია ფიქრობს, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავე გახდება. პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება პრემიერს კარგს არაფერს მოუტანს, რადგან ეს სახელმწიფო ინსტიტუციებს დაკნინებას ნიშნავს.
პრეზიდენტის წინააღდეგ ღია შეტევა ახლა უფრო მძაფრ ფაზაში გადავა, იმიტომ, რომ კონტროლის მიღმა რაც გადის მმართველი პარტიის მხრიდან, ეს მათ, უბრალოდ, წონასწორობას აკარგვინებს. პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც არ უნდა ეცადო დააკნინო, მას კონსტიტუციაში უწერია, რომ ის ქვეყნის მეთაურია და ქვეყანას წარმოადგენს საშიანაო და საგარეო უერთიერთობებში. თუ უტევ ამ ინსტიტუტს, უტევ შენს ინსტიტუციებს. ჩენ ვნახავთ უკვე სხვა სერიებს, მაგრამ ამ სერიებში ყველდან დამარცხებული გამოვა "ქართული ოცნება" როგორც კი ის შეეცდება ამ ევროპულ არჩევანს ჩრდილი მიაყენოს, - ამბობს ბესელია.
ენმ-ს წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, პრემიერის განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს.
ღარიბაშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არ სურს, რომ საქართველო გახდეს თავისუფლალი სამყაროს ოჯახის წევრი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეები აქტიურობა, რომ ეს არ დავუშვათ, - ამბობს მინაშვილი.
ქვეყანა პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია - ზურაბიშვილის და ღარიბაშვილის დაპირისპირება უმწვავეს ფაზაში შედის. ევროპიდან აფრიალებული ყვითელი ბარათის შემდეგ პრემიერი პრეზიდენტს თავს ესხმის და ტყუილში ადანაშაულებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრეზინდეტს მისთვის დამატებითი ვიზიტებთან დაკავშირებით არ მიუმართავს. ამის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილა თქვა, რომ ევროპაში მის ვიზიტებს სწორედ მტავრობა ბლოკავს. რა პასუხი ექნება ბარლდებებზე სალომე ზურაბიშვილს, ჯერჯერობით უცნობია.