"ყელში ამოვიდა ამდენი მოფერებები!" - მეუფე იაკობი ევროპას და შტატებს თავს ესხმის
ბრიუსელი, ვაშინგტონი და კიევი - მეუფე იაკობმა იერიში საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებზე მიიტანა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა კახეთში ამბიონიდან პრემიერის სტილში იქადაგა. სასულიერო პირმა "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ენის მოჩლექით არც შტატებს და არც ევროპას ელაპარაკოს.
ყელში ამოვიდა ამდენი მოფერებები და რაღაცა, რა... ძლივს წესიერად მივდივართ, რომ მშვიდად გავიაროთ რაღაც პერიოდები. როცა გვიჭირდა, ვინმე დაგვეხმარა? ახლა უარს რომ გვეუბნებიან, რას ეუბნები რუსეთს? ჩენგან რა უნდათ? რას გავუკეთეთ იმ სანქციებით? ძირითად იმეებზე მიერთებული ვართ, ხომ? ხორბალს და რაღაცას თუ ვიყიდით, ვის ვკითხო ახლა... ვინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას ან ევროპის და რუსეთის ხელისუფლებას, ვისგან ვიყიდი სასმელს. ჩვენ უკვე კარგა ხანია ვატყობთ, რომ თითქოს მიგვყიდეს რუსეთს, ისე არიან, რა. ევროპა და კიდევ ბევრი... ნუ იქცევიან ასე. საქართველო მაინც გამოვა ამ მდგომარეობიდან, ვერავინ დაგვაჩოქებს. მაინც გავიმარჯვებთ, მაგრამ სამარცხვინო რაღაცეებიმ რაც გვხდება, ეს არის სამარცხვინო... ევროპას როგორ დაველაპრაკო... რას ჰქვია, არასწორად თუ იქცევა, არ ვეტყვი? ვინ არის, რა დამსახურება აქვს, ბოლო-ბოლო? ჩვენი სისხლით მოვდივართ საუკუნეებია, - თქვა მეუფე იაკობმა.