არ შეუძლია მაგ კაცს ციხეში ყოფნა, ეშინია, არ არის ვაჟკაცი - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

12.06.22 15:21
არ შეუძლია მაგ კაცს ციხეში ყოფნა, ეშინია, არ არის ვაჟკაცი - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

ქვეყანას არავის ავარევინებთ, - ამის შესახებ დღეს ბოდბელმა ეპისკოპოსმა კახეთში ამბინიოდან იქადაგა. სასულიერო პირი მესამე პრეზიდენტის თემასაც შეეხო და თქვა, რომ ის ვაჟკაცი არ არის და მშიშარაა. 

სააკაშვილი რომ ციხეშია ჩვენი ბრალია? რატომ გამოაგზავნა უკრაინამ? რმ არ გამოეგზავნათ ხომ არ იქნებოდა, იქნებოდა მშიდად იქ. ახლა აქაც რომ მშვიდად იყოს, ვის რაში სჭირდება ციხეში? ხომ ხედავთ, რომ არ შეუძლია მაგ კაცს ციხეში ყოფნა. ეშინია, არ არის ვაჟკაცი, ხომ? ქვეყანას მართავს? არ იყო უდიდესი ელიტური კორუფცია იმ დროს? და იმ ხალხს იცავს ევროპა? ჩვენ ხომ ძალით არაფერს ვთხოვთ, - თქვა ეპისკოპოსმა. 

სასულიერო პირმა ასევე, თქვა, რომ დღევანდელი სასამართლო, რომელიც ევროპის კრიტიკის საგანია, მიხეილ სააკაშვილის დანატოვარია. 

ვისზე ვართ უკან? ჩვენი სასამართლოც ავიღოთ, ეს სასამართლო ხომ იმ სასამართლოს მემკვიდრეა? ვინც იყვნენ ხომ ის არის, ხომ? შერიგება რამდენჯერ თქვით, მოვიდა ვინმე? რომელიმე პარტიიდან მოვიდა ვინმე შერიგებაზე? ნახევარპროცენტიანი ლიდერები რომ გამოდიან და რაღაცაზე ლაპარაკობენ... ევროპელებს ვთხოვ, წესიერად მიუდგნენ ამას, შიგნით ძაბავენ სიტუაციას ქვეყანას. არევით არავის ავარევინებთ აქ ქვეყანაში. იმის ძალა გვაქვს, რომ რევოლზუცია არავის მოვაწყობინოთ, - თქვა სასულიერო პირმა. 

მსგავსი სიახლეები