"შეწყვიტეთ დანაშუალებრივი რიტორიკა" - მესამე სექტორის საგანგებო მიმართვა ხელისუფლებას
20-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას საპარლამენტო რეზოლუციის მიღებას სთხოვს. მათ თქმით, დოკუმენტში მკაფიოდ უნდა ეწეროს, რომ "ქართული ოცნება" მზადაა საქართელოს ევროპული მისწრაფება დაიცვას.
ხელისუფლების სახიფათო რიტორიკის გამო სამოქალაქო სექტორი პრემიერს მოწუოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დანაშაულებრივი გამოსვლები. ისინი ასევე, ხელისუფლებას სთოვონო წარადგინოს გეგმა, თუ როგორ აპირებს მოაგვაროს პრობლემები, რომელიც ევროპარამენატერბის კრიტიკულ რეზოლუციაშია შეტანილი.
არავინ მოგვატყუოს, არაფერი შეგვეშალოს, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აუცილებელია ევროკავშირში ეინტეგრაციისთვის. ეს არის აუცილებელი საფეხური, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. შესაბამისად, ასეთი აგდებული დამოკიდებულება და განცხადება, რომ ეს სტატუსი მხოლოდ სიმბოლურია, არის არასწორი და არაკონსტიტუციური პრემიერ-მინისტრის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, რომს ახელისუფლებო გუნდმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მსგავსი დანაშაულებრივი და სახიფათო რიტორიკა და ასევე, წარმოადგინოს დაუყოვნებლივ გეგმა, რის გაკეთებას აპირებს იმისთვის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაშ მითითებული პრობლემები დაუყოვნებლივ გამოასწოროს, - ამბობს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის " გამგეობის წევრი თამარ ხიდაშელი.
რა პასუხი ექნება მესამე სექტორის მოთხოვნებზე "ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით უცნობია.