სანქციები ბიზნესმენებს - ოპოზიცია ბრიუსელსა და ვაშინგტონში მიდის
ოპოზიცია საგანგებო კონსულტაციებისთვის ვაშინგტონსა და ბრიუსელში მიდის. მთავარი თემა 6 ბიზნესმენისთვის სანქციების დაწესებაა. "ქართული ოცნების" ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბიძნა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქიები დაუწესდებათ, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
ოპოზიცია პასუხიმსგებლობას პრეზიდენტსაც აკისრებს. მათ თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს.
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველსო რპეზიდენტს ღიად ეუბნება, რომ მას პოლიტიკური მანევრისთის სივრცე არარ რჩება.
ჩვენ ვნახეთ, რომ ნელ-ნელა პროცესი, რომელიც მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც ღარიბაშილი ღიად გვეუბნება, რომ კანდიდატობა არაფერს ნიშნავს. "დროას" წარმომადგენლები და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც მიემგზავრებიან დასავლეთში ბრიუსელსა და ვაშნგტონში სწორედ ამ ორი საკიტხის გასამყარებლად: სანქიების და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად. სალომე ზურაბიშვილს აქვს მნიშნელოვანი ბერკეტი ევროპუი პერსპექტივისთის კონკრეტულად და მას გაუკეთებია განცხადებები, რომელიც ამის იმედს იძლევა. მისი ბერკეტია არის კონრეტული: ეს არის ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშილის შეწყალება., რაც უკვე აღარ არის მხოლოდ ჩვენი სიტყვები, არამედ არის ჩვენი ევროპარლამენტარების მოთხოვნა და ძალიან მნიშვნელოვანი ანწილი, - ამბობს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია დასავლეთში შავ სიასა და მტკიცებულებებს აგზავნის. ხუთკაციან სიაში ბიზნესმენები უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ირაკლი რუხაძე, ოთარ ფარცხალაძე და დავით ხიდაშელი არიან შეყვანილი. სწორედ ივანიშვილის გარემოცვის ეს წევრები ფლობენ დასავლეთში დიდ ქონებას და სანქციები მათთვის დიდი დარტყმა იქნება.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ივანიშვილს სახელმწიფო სწორედ ამ ხუთკაციანი გარემოცვის მეშვეობით აქვს მიტაცებული.