5 ივლისის ორგანიზატორი სუს-ის თანამშრომლები იმალებიან - ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს გეგმავს
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის" სკაანდალური გამოძიების შემდეგ 5 ივლისის ორგანიზატორი სუს-ის თანამშრომლები იმალებიან და მედიასთან არ ჩნდებიან. რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლიდან სამი დღე გავიდა, თუმცა საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.
დაალებების გამცემ მიხეილ ტურაბელიძის საცხოვრებელ სახლთან "პირველები" არა ერთხელ მივიდა, თუმცა უთხრეს, რომ სუს-ის თანამშრომელი იქ საერთოდ არ ცხოვრობდა.
ოპოზიციამ განგაშის სიგნალი უკვე ჩართო. ისინი 5 ივლისის ძალადობის საქმეზე დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს იწყებენ. ხელისუფლების ოპონენტები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს სკანდალური მტკიცებულებებს გააცნობენ, რომლითაც დასტურდება ვისი დაკვეთით და რა სქემით დაიგეგმა თბილისის ცენტრში ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება.
ვნახეთ საკმაოდ სახიფათო და სკანდალური სიუჟეტი, როედსაც ვნახეთ, რომ ამ ყველაფრის უკან, პრორუსული ძალების უკან პირდაპირ არის სუსი და მათი სცენარით მიდიოდა პირველივე წუთიდან ეს ძალიან მძიმე დღე, როდესაც ჟურნალისტები სიკვდილამდე მიიყვანეს და თქვენი კოლეგა შეეწირა, ფაქტობრივად, ამ დღეს. რა თქმა უნდა, ახლა ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატებს გავაგებინოთ, მათ შორის, რა ხდება რეალურად საქართველოს თავს, - ამბობს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" სუს-ის თანამშრომლების საიდუმლო მიმოწერა მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ დედაქალაქის ცენტრში 5 ივლისის სისხლისღვრა სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დაგეგმა.
მიხეილ ტურაბელიძე, მირიან ხუროშვილი, დიმიტრი კაპანაძე, თამაზ ბრეგვაძე, გია ბარამიძე, გიორგი ყიფშიძე და თამარ ზამბახიძე- სუს-ის ის თანამშრომლები არიან, რომლებიც უმძიმეს დღეს დავალებებს გასცემდა და იღებდა.