რას აკეთებს სალომე ზურაბიშვილი ევროპული მომავლის დასაცავად? - პრეზიდენტი დუმილის რეჟიმში გადავიდა
პრეზიდენტი დუმილის რეჟიმში გადავიდა - ბრიუსელიდან სალომე ზურაბიშვილის დაბრუნებიდან სამი დღე გავიდა, მაგრამ არ ამბობს რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს.
ევროკავშირისგან საბოლოო პასუხის მისაღებად ორ კვირაზე ნაკლები რჩება.
"ვინმეს არ უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს"- თქვა ევროპის დედაქალაქიდან პრეზიდენტმა.
ამის გარდა, ზურაბიშვილმა დაანონსა, რომ საქართველოში, ევროპული მომავლის დასაცავად ბრუნდებოდა.