პუტინთან სიახლოვე საქართველოს დაპყრობით დასრულდება - გავლენიანი კონგრესმენის მწვავე გზავნილი "ოცნებას"
პუტინთან მოკავშირეობა და სიახლოვე საქართველოს დაპყრობით დასრულდება - შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლენიანი წევრი ალაპარაკდა. რესპუბლიკელი კონგრესმენი "ქართული ოცნების" ხელისუფლების რუსეთთან კავშირებს უკვე ცხადად ხედავს და თბილისის მოქმედებებს უწუნებს.
მაიკ მაკკოლი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული გავლენების გამო ქვეყანას შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი მიიღოს.
თუ რუსული გავლენა ისეთია, რომ ევროკავშირი ვერ განიხილავს მის გაწევრიანებას, ეს ნამდვილი პრობლემაა. მსგავსი პრობლემა უკრაინაშიც გვქონდა წარსულში, რამაც ითამაშა როლი იმაში, მიგვეცა თუ არა მათთვის ნატოსში გაწევრიანების უფლება. იქ იყვნენ იყვნენ პრეზიდენტები, რომლებიც რუსეთის მარიონეტები იყვნენ. სამწუხაროდ, ჩანს, რომ საქართველოც სავარაუდოდ, მსგავს მდგომარეობაშია. საქართველოს მთავრობის ინტერესში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე და მისი მოკავშირეობა. მათ ინტერესებში არ უნდა იყოს საკუთარი რისკის ფასად ამის გაკეთება, რადგან ეს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით დასრულდება, - განაცხადა მაკკოილმა.
"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გავლენიანმა კონგრესმენმა დემოკრატიის პრობლემებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მაიკ მაკკონის თქმით, საქართველოს ნატოში არ ყოფნა სიტუაციას ართულებს, რადგან თუ პუტინი შავი ზღვის დაკავებას მოახერხებს, მისი შემდეგი სამიზნეები მოლდოვა და საქართველო იქნებიან.
ვფიქრობ, საქართველოში დემოკრატია დასუსტდა. პუტინმა და რუსეთმა ქვეყნის 20% დაიკავეს, თუმცა თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ დემოკრატია დავაწინაუროთ, გლობალურად უნდა დავიცვათ თვაისუფლება და დემოკრატია ამ ეგიონში და მივესალმები ევროკავშირის რეზოლუციას მოლდოვასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, საქართველოს საკითხსაც გადახედავენ. საქართველო ნატოში არაა და ძალზედ რთულ ვითარებაშია. თუ პუტინს გამოუვა შავი ზღვის მთლიანად გაკონტროლება და ოდესის დაკავება, შემედგი ორი ქვეყანა, რომელსაც საფრთხე დაემუქრება, ნამდვილად საქართველო და მოლდოვა იქნება. ეს იქნება პუტინის ექსპანსიური გეგმების შემედგი ნაწილი. საქარტელო არაა ნატოში, არც მოლდოვა არ არის ალიანსში, ეს მე მათ მიმართ თანაგრძნობას მიჩენს, რადგან ისინი მოწყვლადნი არიან რუსული საფრთხის წინაშე. 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოშ შეიჭრა და ქვეყნის 20% დაიკავა, როცა მან ყირიმი დაიკავა და დონბასში შევიდა, მსოფლიო ხმას არ იღებდა და მისცეს მას საშუალება ამის გაკეთების. ეს შეცდომა იყო, არ უნდა დაუშვა, რომ შიშველმა აგრესიამ უპასუხოდა შედეგების გარეშე ჩაიაროს, - თქვა კონგრესმენმა.