ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მსჯელობა საქალაქო სასამართლო 6-თვიანი პაუზის შემდეგ განაახლა

13.06.22 12:01
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მსჯელობა საქალაქო სასამართლო 6-თვიანი პაუზის შემდეგ განაახლა

ე.წ. კარტოგრაფების საქმე - 6-თვიანი პაუზის შემდეგ,  საქალაქო სასამართლომ მსჯელობა განაახლა. ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის საქმეზე პროცესი ამ წუთებში იწყება. 

ივერი მელაშვილი ამბობს, საქმე პოლიტიკურია. 

ძალიან დიდი მოლოდინი არ მაქვს. პროცესები იწელება, არ ტარდებოდა სხდომები. არ გვეუბნებიან ვის დაიბარბენ. 3-4 მოწმეა, ისეთი ვისთანაც სიამოვნებით ვიკამათებდი"- განაცხადა ივერი მელაშვილმა. 

საქალაქო სასამართლო ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვას თავიდან იწყებს, მიზეზი მოსამართლის ცვლილება გახდა. გახმაურებულ საქმეს არსებითად ახალი მოსამართლე, ნინო ნაჭყებია, განიხილავს. 

პროკურატურა მელაშვილსა და ილიჩოვას სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 

 

მსგავსი სიახლეები