სახელმწიფო ბრალდების მოწმემ ჩვენება ივერ მელაშვილის სასარგებლოდ მისცა
პროკურატურის მოწმემ, რუსუდან თუშურმა, სასამართლოს ივერი მელაშვილის სასარგებლო ჩვენება მისცა. იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ადასტურებს იმას, რაზეც თვეებია, ბრალდებული კარტოგრაფი საუბრობს.
რუსუდან თუშურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ივერი მელაშვილი ეძებდა რუკებს, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე დავას დაასრულებდა, რათა პრობლემა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაჭრილიყო.
მართლა მახსოვს, იმაზე იყო მსჯელობა, რომელი რუკა უნდა გამოყენებულიყო. არქივებში მიდიოდა ბატონი ივერი ( მელეშვილი) და სულ ეძებდა რუკებს, რომ იქნება რამე გვეპოვა. ჩემი დავალება იყო ასეთი, რომ თუ გადაწყდებოდა რომელიმე რუკის ხმარება, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა განმარტება, როგორც იუსტიციის სამინისტროს, საგარეოსთან ერთად. - განაცხადა რუსუდან თუშურმა.
კარტოგრაფების პროცესზე ბრალდების მხარეს დღეს 3 მოწმე უნდა გამოეკითხა. რიგით მეორე მოწმემ განაცხადა, რომ არ არის დოკუმენტზე ხელიოს მომწერი და აქედან გამომდინარე, არარელევანტური იქნებოდა მისი ხელმეორედ გამოკითხვა.
ამ დროსითვის პროცესზე პროკურატურის მესამე მოწმეს, აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილ ელჩს კითხავენ.