თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს..."- კახა კალაძე
დედაქალაქის მერი ევროპარლამენტის წინაააღმდეგ - კახა კალაძე ამბობს, რომ ტექსტი, სადაც ბიძინა ივანიშვილია ნახსენები, "სამარცხვინოა".
"ქართული ოცნების" ლიდერი კონკრეტული პირების მიერ "ქვეყნის ომში ჩართვის" სურვილზე საუბრობს, რაც მისი თქმით, არავის გამოუვა:
სამარცხვინოა ტექსტის თითოეული სიტყვა... ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ, იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩართოს, მერწმუნეთ, რომ ტყუილად ცდილობენ ამას და არავის არაფერი არ გამოუვა.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და იმ ბოროტების მოცილება"- განაცხადა კახა კალაძემ.