ვერ მოინელეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ დამდგარიყო სიმართლის მხარეს - გურამ მაჭარაშვილი
"ვერ მოინელეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ დამდგარიყო სიმართლის მხარეს" - განცხადება "ოცნების" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების კომენტირებისას გააკეთა.
მისი თქმით, ივანიშვილი "სიმართლის" მხარეს დგას და "როგორც წესი, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს".
ვერ მოინელეს ბიძინა ივანიშვილის ის გადაწყვეტილება, რომელიც მან 2011 წელს მიიღო, რომ დადგა სიმართლის გვერდით. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, ომის პარტიამ დაიწყო მის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება, დააყადაღეს მისი აქტივები და ასე შემდეგ. ვერც დღეს მოხდება ე.წ. მუქარები მის სანქცირებასთან დაკავშირებით. ვერც თეორიულ და ვერც პრაქტიკული თვალსაზრისით. რადგან, მას აქვს არჩეული ისეთი გზა, რომელიც დგას სიმართლის მხარეს და თუ სიმართლის მხარეს დგახარ, შეიძლება, პროცესში რაღაც შემაფერხებელი ფაქტორები გქონდეს, მაგრამ როგორც წესი სიმართლე იმარჯვებს"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.