ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებამ ხაინდრავა წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ "ტვ პირველის" მიკროფონი გადააგდო

13.06.22 13:37
ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებამ ხაინდრავა წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ "ტვ პირველის" მიკროფონი გადააგდო

გოგა ხაინდრავა კულისებიდან ბიძინა ივანიშვილის დასაცავად გამოვიდა - ოლიგარქის მეგობარი, გოგა ხაინდრავა "ტვ პირველს" ისევ დაუპირისპირდა.

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებამ კინორეჟისორი წყობიდან იმდენად გამოიყვანა, რომ ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონი მოისროლა. 

ხაინდრავა ამბობს, რომ ის, რაც ივანიშვილის თავს ხდება, "ჯოჯოხეთია". 

რაც ხდება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, არის ჯოჯოხეთი და ამის მომსწრენი ვართ ყველანი. მინდა ვუთხრა ამათ  (აგდებს ტვ პირველის მიკროფონს) ჯოჯოხეთში ცხოვრობენ და ჯოჯოხეთში აცხოვრებენ ხალხს. შეიძლება ადამიანი არახამიასკენ იყო? ეს არის ამათი მორალი. ამათ უკან დგანან ისეთივე თაღლითები, როგორიც არიან Credit Suisse-სა და ევროპარლამენტში არიან მოკალათებულები"- აცხადებს ხაინდარავა.