"ბორჯომი" სახელმწიფო საკუთრება ხდება

13.06.22 14:06
"ბორჯომი" სახელმწიფო საკუთრება ხდება

კომპანია "ბორჯომი" საახელმწიფო საკუთრება ხდება - გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გაახმაურა. ამ ეტაპისთვის უცნობია, რამდენი პროცენტის მფლობელი გახდა სახელმწიფო. 

ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები "ბორჯომის" აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე.

ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება ბორჯომის ქარხნის - ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომსა და მის თანამშრომლებს ჰქონდა შექმნილი ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში ზოგადად, იქნება მოხსნილი.

აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით"- თქვა პრემიერმა. 

 

მსგავსი სიახლეები