ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე მილიარდ დოლარს უხდის, ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? - ღარიბაშვილი

13.06.22 14:34
ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე მილიარდ დოლარს უხდის,  ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები?  - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ რუსეთისთვის სანქციების არდაწესება ქართველი ხალხის ინტერესებით იყო ნაკარნახევი. 

მისი თქმით, "რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს". 

როდესაც გვაკრიტიკებდნენ გარკვეული რეზოლუციების გამო, რძესთან დაკავშირებით და ყველთან, ამაზე ათასი ცინიკური განცხადება გაკეთდა. ევროკავშირი რუსეთს ყოველ დღე უხდის ერთ მილიარდ დოლარს, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი ამ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან. ჩვენ რა ხდება, არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, სახელმწიფოებრიობა"- თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები