"თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო" - ირაკლი ღარიბაშვილი

13.06.22 14:41
"თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო" - ირაკლი ღარიბაშვილი

"თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ უკრაინას და მოლდოვას რომ იძახიან, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს სტატუსი, უკაცრავად... თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო" - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვიოლმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო დამსახურებულ სტატუსს ითხოვს.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მოლდოვას და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით, ყველა მიმართულებით, ახლა არ მინდა ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ყველამ კარგად იცის. რაც მთავარია, ეს იცის ყველა ევროპელმა"- თქვა ღარიბაშვილმა..

მსგავსი სიახლეები