მაგ რეზოლუციას მე ვაპროტესტებ - ირაკლი ღარიბაშვილი

13.06.22 14:47
მაგ რეზოლუციას მე ვაპროტესტებ - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის წინააღმდეგ - პრემიერი ამბობს, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ კიიღებს, ეს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ იქნება. 

პრემიერის მტკიცებით, მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი. მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ  თუ ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით ვინმეს რაიმე გაუკეთებია, ეს „ქართული ოცნებაა". 

იქნებოდა ეს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა თუ უვიზო რეჟიმი, ამის კულმინაცია იყო 3 მარტს ჩვენს მიერ შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მანამდე, არაფერი ევროპული ქვეყანაში არ ხდებოდა, ეს იყო დიქტატორული რეჟიმის გამყარება ქვეყანაში. ჩვენმა პარტიამ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური, ჩვენ ევროკავშირთან და ბრიუსელთან შევთანხმდით, ასოცირების ხელშეკრულებაში ჩავწერეთ ყველა რეფორმა, რომელიც მთავრობამ უნდა გააგრძელოს. ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების, ყველაფერს ვაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე. იდეალური არცერთი ქვეყანა არ არის, მათ შორის არცერთი ევროპული სახელმწიფო არ არის იდეალური. პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ არის როგორც შავი და თეთრი, ასეთი მკვეთრი განსხვავებაა, თუ რა ჩავიბარეთ და რა შედეგი დავდეთ ამ 9 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყნის მეთაურმა ევრიპარლამენტის მიერ მკიღებული რეზოლუცია გააპროტესტა:  

მაგ რეზოლუციას მე ვაპროტესტებ, აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, რომელიც აწამებდა აუპატიურებდა მისი მკვლელების ბრიგადები ჩვენს მოქალაქეებს."- თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები